×

21 მარტი, 2015

"ქართული ოცნება" ნოვრუზობას გილოცავთ

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დღევანდელ დღეს აღნიშნავს. ნოვრუზობით ისლამური წელთაღრიცხვით ახალი წლის შემობრძანება იწყება. ის ასევე გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების სიმბოლოა. საქართველოს ყველა მოქალაქე ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი დიდი სიხარულით ვუერთდებით ამ დღესასწაულს. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ სახელით გისურვებთ ბედნიერებას და ნათელ მომავალს.